მძულხარ იმიტომ, უძლური რად ხარ ძლიერი მკლავით, მტირალი სახით, და შენი ბედი, ბედი შავ-ბედი, რად შემოსილა სულ მუდამ შავით?
შენს დამღუპავთან მისულო ზავით, ბედის მომლოდნევ გვერდზე წოლითა, ცარიელ ჯიბით და ბნელის თავით.
ზედ აკერიხარ ალმასის ღილად; ვერ დაგივიწყე, გულს არ ჰშორდები, მღვიძარე ვარ, თუ მივიქცე ძილად.
ბოლოს კი ისევ მეჩვენა ტკბილად. ესეც წესია, ალბათ, ბუნების: შენ დედა თუ ხარ, გეკუთნი შვილად! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |