ცაში ეკიდა მიწის ხიზანი, ფათალოსავით ჯვარზე მიმზრალი. და წვიმის წვეთი მკერდზე ბრწყინავდა, პირველი წვეთი შავი ტაროსის. ღმერთი თუ იკაროსი? ღმერთს სატანჯველად ვინ გასწირავდა? ტკივილს, რომელსაც კაცი ითმენდა გაჩენის დღიდან? კვიპაროსების კენწეროს ხრიდა... ლამაზი იყო ქვეყანა ციდან... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |