არწევდა ალვა წვიმის კენწეროს და ქალი პალმა - Madam-დობილი - ღელავდა, რაღაც საბედისწეროდ - რტოთა პიანოს გადანდობილი. ზღვის კლავიშებზე უკრავდა ქარი: წვიმით წაშლილი ცაც პარნასია, ოდეს საღამო იწყება ქალით... მოწყენილი დღის სველი მხევალი, ვით მოწყალება და სითამამე - გამოწვდენილი ხელისმტევანით... თქვენ გგავდათ ათლილ ყელით - გედურით; მათრობდნენ თმები - მთვლემარე კამა, თვალები ბნელი, ვით საყვედური. "ძილი ნებისაც" ვერ ვთქვით თვალებით და როცა რომიც გადაგვსურვილდა... მალარიული აკანკალებით. ვით სავარცხლიდან მორცხვი ნიავი, რომ გეგრძნოთ მამრი ტალღების ვნება - ნაადრევი და ასე გვიანი... და სველი პალმაც, რტოდაწვენილი, მთვარის მკლავებზე ცხრებოდა წყნარად - ზღვის აივანზე გადაწვენილი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |