კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

არაგვს მაუსხამს ა კალმახები,

წამო, ვიანკესოთ, ვიბადუროთ;

ფშავის ბილიკები - წვრილ-ხვლიკები

ქარმა ითვალოს და იფანდუროს.

არხვატს დევებია ახმახები,

ლუდზე დავიწვიოთ, ბაღათერო!

ისე გამავათვრათ, სალახნები,

ერთხელ იახსარმა ბაყბაყდევ რო...

იმდენ დავუყაროთ რიყ-ხინკლები,

ხვანჯარ ვერ შაიკრან - გველისტყავის...

რას რა იფხინკები, შენც არ მყავდე,

მითამ, საარაგვოს ერისთავი!..

წამო, არ დალანდა ვიდრე წყლიდან

თევზმა - ბუს თვალები - ბღუერები;

ქოლგას რას დაეძებ, თუ გაწვიმდა,

ფშან-ფშან უშქარია ბუერები.

წამო, კაი ცეცხლი ვაცეკვოთ და

ყანწში ჩავუწყნაროთ არაგვს გული;

ჯვარმან გუდანისა შაგინდოთ და

მუზამ ხვარ გაგთოლათ არაბულნი?!.

გრძელი კალამბური აქ არ ხამს და

ვშიშობ: რახმა სხვა არ მიკარნახოს, -

არაგვს კალმახები მაუსხამს და...

წამო, ვიკალმახოთ!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

მსგავსი თემები