მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
ეს მოხდა იმ დღეს, მზის სხივების მწველი ალები როდესაც დაცხრა წუთისოფლის მბრძანებლის ნებით, როდესაც, თავზარდაცემულებს უცნობი ვნებით, ჩემს თვალებს შეხვდნენ, ქალბატონო, თქვენი თვალები. არ ვიყავ მაშინ, არც გრძნობათა თავდასხმას გზნებით ველოდი, მაგრამ უცაბედად მოგვრილი სნებით ახლა შევიქენ გატანჯული და ნაწვალები. სიყვარულმა და მოიძია მან გზად და ხიდად ჩემი თვალები და ჩემს გულშიც კარი გააღო... მე მისგან გული თუ მაქვს სევდის საიალაღოდ, თქვენ ის არ გავნებთ, ქალბატონო... იყავით მშვიდად! |