მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა
სატრფოს საფლავთან მივალ ლექსის სევდით მთქმელი და დავხედავ მიწას, ჩემი განძის მცველს რომ ედრება, აწ მისი სული, ცის თაღებს რომ მიმოედება, კვლავაც მპასუხობს მიღმიერი საფარველიდან. ბნელი ცხოვრებით გულსა შიგან ჭმუნვა მედება, რომ ლექსებს ვკინძავ ფურცელ-ფურცელ, რათა ვედრება აღმომხდეს ისევ, რაიც უწინ თითქოს მშველიდა. რომ ჩემი სატრფო თვით უკვდავთა გვერდით დადგება, რომ მოევლინოს მუზად მავან პოეტს თუ მწერალს, მეც როგორ წავალ, როგორ მიმგვრის მასთან განგება და გასრულდება ეს წამება ბოლოს და ბოლოს. |