მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა
ისე შეუჩნდა ჩემს გონებას ვნება მარადი, მისდიოს იმას, რაც სულდგმულობს, ნაყოფსაც ისხამს, რაც საუკუნოდ მოიკვეთა ტრფიალის რისხვამ, რომ მოფარფატდა ასე ჩემი გულის კარამდი. არც მობრუნება აღარ მშველის, მისხალ და მისხალ ვიწრიტები და ვერ ვიხილავ მალევე სისხამს, ვერ წინ აღვუდექ, რასაც ტრფობა სჩადის აქამდი. კვლავ ჩემზე უფლობს და უგლიმი მიჭერს მარწუხებს, ნელ-ნელა ვკვდები, ქრება ძველი სიამტკბილობა, ნარჩევი ხილის მწარე გემოც ხშირად მაწუხებს, შენც ხომ ასე ხარ, ვერ მშველი და მოგაქვს ჭრილობა. |