რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას? თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა? ჰგავს, არ პასუხს სცემ შენ მას სულით მშვენიერითა.
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების, აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები, ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული, და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა, რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი! მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |