კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

როცა დამთმე და საუკუნო ნათელს შეერთე, -

ჩემო ზურმუხტო, ჩემო ლალო, ჩემო ამარტო, -

მიწურვილ იყო გასაქრობად სუსხი სამარტო

და ზღურბლთან იდგა გაზაფხული ოცდამეერთე.

გარდახდა ეტლი, თავო ჩემო, დაცხრა მეეტლე

და როცა ზენამ აღსასრულის ჟამი გამანდო, -

შენ, როგორც მწირი - უბინაო, უმისამართო -

უფალს გაენდე ნაღვლიანად და გაევედრე...

ო, ღმერთო, ღმერთო, წარმიძეხი მართალ ბილიკზე,

რომ საწუთროდან უკუმდგარი ცისკენ მივიქცე,

მომმადლე ლოცვა ჯვარცმულისა - შეგთხოვ ქვითინით, -

ყველა ავსულს და ბოროტეულს თვალი დაუვსე

და სიბნელიდან გამომკრთალი მარგალიტივით

კვლავ აღმაბრწყინე ანგელოსთა დღესასწაულზე...

მსგავსი თემები