მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
ზამთარ და ზაფხულ, მოწყალეო, - ნაზრობ და ნაგვალ საწუთროს გზებზე ჩემი ბედი მორჭმით განაგე... მადლობა ყველა ამაგისთვის, რაც მიამაგე და ბნელში მყოფი გამიყენე ღვთაებრივ გზა-კვალს! შენც, ხორციელო დიდებაო, ხელი ამაღე, ჩაცხრება შენი გულზვაობა და სიამაყე და მწირი - ნიჭთა სოფლისათა წარცემ და წახვალ. მოიკრიფება აღსასრული ყრუდ და ნელიად... აჰა, განხმულა დარაბები, - კათხა აღავსე, ჩარიგებულან მგალობელნი საღვთო აღაპზე და მოწესენი აღსავალთან ჩუმად გელიან... |