მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
ცოცხალ ქმნილებას მრავალს ნახავთ, მთელი არსებით მზისკენ რომ ილტვის და მის სხივებს უმზერს თამამად, ბევრი კი ნათელს გაურბის და მრუმე წკვარამად ქცეული ყოფნით კმაყოფილი არის სავსებით. ცეცხლში დაწვა რომ უჩნს სიამედ, განა ვარამად, და მეც მძებნელი მგზნებარების ახლა ვარ ამად, რომ ვიამაყო უგნურებთან ჩემი მსგავსებით. სულაც არ ვგავარ მალულად და სიშორით მზვერავს, განდეგილობა ჩემს სულს დაღად აღარ აჩნია... ის ვიცი მხოლოდ, მისი ხილვა კვლავ რომ მწადია, რომ დაწვას ვნებამ ეს სიცოცხლე, რაც გამაჩნია. |