მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
კურთხეულ იყოს მარად ის დღე, ის თვე და წელი, ის დრო და ჟამი, ის საათი და წამი ერთი, ის კურთხეული მიწა-წყალი, ჩვენ ერთმანეთი სადაც ვიხილეთ და შევიცან ტრფიალი მწველი. ის განცდა ტრფობის, ის ტკივილი ცხადი და მკვეთრი, როგორც მახვილი ალესილი, ყველაფრის მკვეთი, გულს რომ ეძგერა და რომ შეძრა არსება მთელი. შენი სახელი - ერთადერთო ჩემო ღვთაება - და ყველა ცრემლი ამ ლექსებზე გადმოფრქვეული... აწ დიდებისკენ სავალ გზაზე ვდგავარ ეული და ფიქრის ბადე თან მდევს, რაიც შენთვის გაება. |