მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
ჩემი ღვთაება მობიბინე მოლზე რომ დადის, ჰაეროვანი ნაბიჯებით გზად რომ ჩაივლის, თითქოს მის თითო ნაფეხურზე თითო ყვავილის ამოსვლას ვხედავ... თითქოს გრძნეულ კვალს ტოვებს გზად ის. მოსპოს ხსენება სხვა გრძნობათა ყველა გზავნილის, რომ ნაკვალევი მხოლოდ სევდის, ცრემლად დაღვრილის, დარჩეს ჩემთვის, ვით ნეტარება ტრფიალის მადლის. იდუმალებით შემოსილი თვალთაგან მზერაც და სათნოებაც, რის წყალობაც მრავლად სცხებია, რომ შეიქმს ჩემთვის და მავიწყებს სხვა ყველა ვნებას, ვით ღამის ფრინველს, მზის სხივი რომ შეჰყვარებია. |