კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

კაცი ვერ ვნახე ამ სოფლად,

ღირს იყოს, თუნდაც, სალმისა...

ნეტა სად გადაიკარგნენ,

კაცნი, საფერნი საქმისა?!.


ან ქალნი - პირმშვენიერნი,

მსგავსნი ცისა და ნათლისა?!.

ან ძენი - ქრისტესმიერნი,

მქმნელნი სიკეთე-მადლისა?!.


მწუხრის მზე მიწვავს წამწამებს,

ხან იმ დღის, ხან კი ამ დღისა...

ვაი, რა დარდი მაწამებს

ჩემი სამშობლოს ავდრისა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

მსგავსი თემები