კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

ბედნიერი ვარ სიზმარში და შვებას მგვრის კვნესა,

ვეხვევი ჩრდილებს, ვაყურადებ შავეთის შრიშინს,

ზღვა უნაპირო თვალებს მივსებს შლამით და ქვიშით,

ტალღაზე ვაგებ სასახლეს და ქარიშხალს ვესავ.

და თითქო ჩემის სისხლის გემო მოსწყურდა მზესაც,

მაწყლულებს ბრწყინვით და მზაკვრულად სახედველს მიშლის

მე ირემს მივდევ, არ კი ვიცი, ცხადში თუ ძილში,

ამხედრებული უძლურ ხარზე, წყვდიადის ხემსად.

ბრმა და დაღლილი გახელებით ვეძებ დღედაღამ

დაკარგულ იმედს, ვერ იქნა და ვერ მოვითმინე,

და სიყვარულსაც, სიკვდილსაც და ღმერთსაც ვეურვი.

ეს ოცი წელი, მძიმე ტანჯვით რომ დამედაღა,

ისევ გრძელდება, ისევ მიყვარს, ისევ ვქვითინებ,

და ვარსკვლავების ქვეშ უმწეოდ ვარ მომწყვდეული.

მსგავსი თემები