მთავარი ნიჭი - სხვა რამ ნიჭი არა თქვას კაცმა, (ნიჭს და ბედ-იღბალს ნურვინ აღრევს, ნურვინ შეურევს). მთავარი ნიჭი: თავის დროზე წერტილის დასმა, - მხოლოდ ეს ნიჭი კოდში უდევთ მარტო რჩეულებს. მაგრამ ვაი, რომ როცა ბოლოს მოდის გამჩენი, მოდის გამჩენი, უკვე სამტროდ, სამუხანათოდ. წერტილის დასმა - თვით რჩეულთაც უთრთით მარჯვენი, წერტილის დასმა - თვით რჩეულთაც ნიჭი ღალატობთ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |