კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

ცათა მეუფევ, დაკარგული დღეების შემდეგ

უშქარ ღამეში მის მშვენიერ სახელს ვაბოდებ,

მომაგე რისხვა, დამნაცრე და დამანაფოტე,

რათა ჩურჩული ჩემი მისწვდეს ზეცაში ღმერთებს.

ნათელით მისით ვცოცხლობდი და ვსუნთქავდი დღემდე,

აწ ვედრება და სინანული დამშთა მართ ოდენ,

გახლართული ვარ ბნელ ბადეში და შორ მნათობებს

ამაოდ ვსდიე და ამაოდ ვევნე და ვენთე.

თერთმეტი წელი მგმირავდა და მზაფრავდა ზენა,

მძიმე უღლის ქვეშ მოსვენებას ვეღარ ვეღირსე,

გულს დამღად აჩნდა სიყვარული, ურჩი და მკაცრი.

მადლი მოიღე, დამხსენ უღირს ფუსფუსს და ზრზენას,

და მიახედე ფიქრი ჩემი ზეციერისკენ,

რომ გაიხსენოს ულმობელი წუთები ჯვარცმის.

მსგავსი თემები