კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

როს მიეახლა სხივოსანი ციურ საუფლოს,

წყნარი ლივლივით ღვთის კალთაში მიწვა ეული,

მოდგნენ ფრთიანი ანგელოსნი ამბორს ჩვეულნი

და ისმის მიღმა წმინდა სული რარიგ საუბრობს:

"ნურვის დაგრჩებათ ხმა საძრახი და სააუგო,

ხორციელებას ნუთუ ძალუძს ღვთივ კურთხეული

შექმნას მშვენება, რარიგ ბრწყინავს მისი სხეული,

ღირსია, კაცთა მარადისი ძეგლი აუგონ".

ის ბედნიერი ნებიერად ნარნარებს ცაში,

უწყნარეს მზერას მოციმციმე ნათელში ავლებს,

შემობრუნდება და ფრას ფრთხილად მიწისკენ გაშლის.

ჩემი სურვილიც ცას ოცნებით მიაპყრობს თვალებს,

მიჭვრეტს და მელის და მაჩქარებს, ვუსრულებ მაშინ:

"მოგიახლები მეც, ძვირფასო, ძალიან მალე".

მსგავსი თემები