კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

ქარი ათრთოლებს და კაშკაშა მნათი ანათებს

ქერა კულულებს და ამურიც ტყვეობაშია,

გულს დადუმებულს შემოავლო თმათა არშია,

გაალხო სულის და შეერთო ასე სანატრელ

ნათელს, სანამდე, ეს უღმერთო ტანჯვა, სანამდე?

სისხლის ყოველი წვეთი ამხელს გულის ხვაშიადს,

სიკვდილ-სიცოცხლე რბის მარჩბივად, მე კი დამშლია

ყოვლნი კავშირნი, მივიქცევი კვლავ სიზმარადვე.

სასწორზე უდევთ ბედი ჩემი ოქროს დალალებს,

ხელფეხშეკრული ვგრძნობ, ეს უკვე დასასრულია,

მარჯვნივ და მარცხნივ მოვარვარე ცეცხლი მებერვის.

გადამავიწყდა, რას ვჩურჩულებ, რაზედ ვვალალებ,

ორმა მნათობმა დამიბნელა გონი სრულიად,

ვზი სიტკბოებით დაღლილი და შეჭირვებული.

მსგავსი თემები