კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

აღარ ჩანს ხევსურთა სოფლები,

მივდივარ, თავთაქვე ვდაბლდებით,

არცა დამბაჩა და თოფები,

მხოლოდ ზურგჩანთა და

ნაბდები.

არდოტთან მივცვივდით ცხენდაცხენ,

კოცონი ავანთეთ მაშინვე,

მზის ბილიკს გავცქერით

მე და შენ

და მთის სილამაზე გვაშინებს.

ჩრდილებმა გზა მირივ-მორიეს,

ხეებზე სიბნელე იბუდებს,

გადაგვიწყებია ორივეს,

კაცის და ნადირის სიმრუდე.

არც შიში, არც რამის სიავე,

არც ფიქრი, ავი და მუხთალი,

ლამაზ მთებს მე და შენ იმ ღამეს

ბევრი რამ უთქმელი ვუთხარით.

ვიარეთ ხან აღმა,

ხან თავქვე,

ძირს გვეგო ბალახი ნაბადად,

და ასე მგონია მას შემდეგ,

ამ გზებმა მეორედ დამბადა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები