თუ ჩემი გულის გული გეძებდა - გაუქმებული ძველი საკირე... გაკვირვებული გიწერ ლექსებს და ვიცი, ლექსითაც ვერ გაგაკვირვებ...
თეთრი ღრუბელი და ხმაში ისე თბილი ქარია... ხარ ისე შორი და დამღუპველი, როგორც შუბერტის "ავე მარია”...
და ხორცი ვგვემო, ვუბერავ ღველფს და ცეცხლს ვეწვალები; ხომ შეიძლება ხმას ჰქონდეს გემო, ჰქონდეს ფერი და ჰქონდეს თვალები...
დაეძებს მაჯა, (ასე ყინულზე ტირის მზის სხივი); ...და რაც შენამდე, შენს იქეთ დარჩა, მახსოვს ცხვირიდან წამსკდარ სისხლივით...
ცას მიბნეული და მეცხრე ცაზე ბოლო ზარია... ...შენ კი თბილი ხარ და მტკივნეული როგორც შუბერტის "ავე მარია”... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |