აშოლტილან ალვის ხენი, მეძახიან - მოდი აქო! გზა-გზა ახალ სტრიქონივით გაზაფხული ფორიაქობს. ოქროყანა-მწყერჩიტება; რა პატარა ლექსია და რა დევივით მეჭიდება. სიხარული ულეველი; სიხარული, სიყვარული გულის გადამბრუნებელი. შარა-შარა, ყანა-ყანა, შემომცინებს ბროლის ყელით, თვალჟუჟუნაც, თვალმაყვალაც. ცქრიალებენ ჩაიშია; თვალთა ციმციმს არ იშლიან, კეკლუცობას არ იშლიან. ნავთით ცეცხლში გატარება; აი, თურმე რა ყოფილა გაზაფხულით გადარევა! ზენა ქარი, ქვენა ქარი, ლამაზები მიცინიან, რა აქვთ წარბებშესაკრავი?! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |