1
ერთხელ გიხილე, ტურფავ, მიჯნურთან სიხარულითა ხარბად სტკბებოდი: ბაღში, მახლობელ ბუჩქთან მჯდომარე, ერთგულებასა ეფიცებოდი.
ვნებით აღსავსე მას შესცქეროდი, გაშლილი ვარდი გეკავა ხელში და ბედნიერი ზედ დამღეროდი...
2
კვლავად გიხილე იმავ ადგილას, მიჯნურს ელოდი მოუთმენელად, მაგრამ პირშავი არსად მოსჩანდა და ნათელი დღე მიგაჩნდა ბნელად.
ტანჯული გული ბაღს შესჩიოდა, იგივე ვარდი გეჭირა ხელში და უბედურსა ცრემლი გდიოდა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |