არავინ იცის, სად მიიწევ, ალბათ არავინ, გადაიარა შენმა ჩრდილმა ზღვარი გალავნის. სვეტიცხოველო, რას მიელტვი, რა სასუფეველს, რა დაგისველებს სიხარულის ცრემლით უპეებს... სულო, ტანჯულო მარტვილობით, მარხვით ნაგვემო, ო, ნება მომეც, დაღლილს ხელი რომ შეგაგებო. და მხოლოდ ზოგჯერ შორიახლო რომ აგედევნო, მზის ნაბიჯებით მიმავალო წმინდა კედელო... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |