კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სასადილოს კუთხეში,

თაღით გადახურულში,

ვენურ სკამზე დაჯდები,

მოგეხვევა ბურუსი.

იმ ბურუსში გაქრება

დარბაზი და მაგიდა,

სხვა ქალაქში გადახვალ

თითქოს სხვა ქალაქიდან.

ასეთ სკამზე ჯდებოდი...

ის დრო უტკბილესია,

საქანელას თოკები

ნეტარებით კვნესიან.

- ტომ! - პასუხი არ არის…

მაგრამ მზერა დაგეძებს,

ეფარება მოხუცის

ლანდი ფარდის ნაკეცებს.

ის ძვირფასი ლანდია,

ამოსული სკივრიდან.

იგი გეფერებოდა,

გირეცხავდა, გივლიდა.

მეოცნებედ შობილი

სიტყვებს ცისფრად ღებავდი,

ფარფატებდნენ დილიდან

მხოლოდ დაღამებამდე.

ზოგჯერ როგორ უეცრად

გაიელვებს ყოველი,

ის, რაც პათეტიური

არის, ვით ბეთჰოვენი.

გაცოცხლებულ წარსულზე

გამეფდება წყვდიადი...

მაგიდასთან ღიმილით

მოვა ოფიციანტი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

მსგავსი თემები