კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რომელ ქარიშხალს ჩამოსტყდი ნეტავ, -

ცეცხლის ნატეხად, - ქალი და ხმალი!

ისევ ჟღრიალებ კასტანიეტა,

ბაბილონზე მეტს სძლევს შენი ხალი!


ამოღებული სატევრის ელდავ,

ვინ არის შენი კოცნის დამთვლელი?

ვთვლიდი დავიწვი...

ვერ გამომნელდა...

ზარხოში ცეცლხლის ღვინით დავთვერი!


წარბქამანდებით ნაცნობი სახე...

გრიგალთა ვნება წარუმართველი...

შენი ხანჯლური სევდაც ხომ ამხელს,

კარმენ ბასკი ხარ, ვგონებ ქართველი!


და თუ ასეა...

გახსოვს მუხრანი?

დანაყულ ხმალზე სისხლის კურცხალი...

მთვრალი ყივჩაღი გზად მობუღრავე

მტვერში ღრიალით დანამუხლარი.


ვაი, თუ ავი სიზმარი ახდა,

ტორეადორი დაეცეს მხოლოდ:

ვაჰ, თუ თავიდან იწყება, ახლად,

ის, რაც გათავდა მუხრანის ბოლოს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

მსგავსი თემები