კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

დაი ნებისა მომეახლა, მომენებისა,

კვლავ სამიჯნუროდ წარმავლინა ლანდი ობოლი,

საღვთო სანთლებით განმინათლა სახლი შვებისა,

მზით განმიბანა სიყვარულის სანთიობონი.

 

მშვენებას ციურს ესთერ დანებდა, კრძალვით უკუდგა შუქი ნაირი,

და აღმოხდომას აგვიანებდა

ა ბ ი გ ა ი ლ ი...

ა ბ ი გ ა ი ლ ი...

აიხსნა რიდე, აღმიტაცა...

ღრუბლებს შევერთე,

დარობდა დარი ნანდაურის დარი და დარი,

მზე ბუღრაობდა სიყვარულის საკურთხეველზე,

ერკემლებივით როკვიდნენ მთანი...

 

წარვთქვი

 - ჟამი ხმობს, დაფარული გაგვეცხადება,

გარნა განმიდგა, მოიბურა პირი მანდილით...

ასე ჩაეშვა მწუხრეული სხივის ნათება,

მზის ბრწყინვალება ჩაესვენა შარავანდივით...

მსგავსი თემები