რად მგლოვიარობს შენი სული ღმერთდალეული, ბადახშის ღაწვი ბნელის ჩრდილით ვინ შეგიმოსა?! ვაგლახ, მთოვარე გველს უპყრია იჭვით სნეული, მწუხარე ცრემლებს დაუსეტყვავს ბაღჩის მიმოზა. ჩემ შორი-ახლოს ყოფნას თუ არ დაიზარებდი, თან გსდევდი მუდამ, ვით შენივე ფერმკრთალი ლანდი, შლეიფზე მაინც მთრთოლვარ თითებს მოგაკარებდი. გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა ვით თვალი ნატვრის, აჰ, რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის, მე კიდევ - პაჟი, შენს აჩრდილზე შეყვარებული! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |