კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ადრე ნუ ჰკარგავ იმედსა,

მალევ ნუ დაწვრილმანდებით,

ქედს ნუ მოიხრით მონურად,

მალევ ნუ დაიჩაგრებით.

აღსდგება ქრისტე, ნუ სტირით,

შემოიკრიბეთ მხნეობა!

რად გული მალე გაგიტყდათ

და დაგიმჩატდათ ზნეობა?!

დაგვატკბობს ერთხელ ჩვენაცა

თავისუფლების დღეობა.

სისხლ გულით ნადენს,

ცრემლს - თვალით

შესცვლის ლხინი და ღრეობა!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები