წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ქარმა ააშრიალა ნაღამევი ყანები,

ცის დაბინდულ სარკეზე თეთრი ბზარი გამოჩნდა.

ამოვიდა ბარბაცით მთვარე ნაგვიანევი

და მთის მაღალ მწვერვალზე დაღლილივით ჩამოჯდა.

მთებზე სანთლებს ანთებენ, მთები მზეს ეძახიან,

სადღაც ყივის მამალი, სადღაც თოფმა იჭექა,

ღამემ აჩქარებულმა ფრთები კლდეს შეახია

და თოფდაკრულ მხეცივით ხრამში გადაიჩეხა.

ვიდრე დილის მნათობი დროშას ჩამოჰკიდებდა,

ალიონმა ცის ლაჟვარდს ღამის ჭვარტლი მოჰბანა,

მზემ დაიპყრო ხმელეთი და ცა კიდით კიდემდე,

მთვარე დარჩა კუთხეში თეთ ღრუბლების ჩობანად.

და როდესაც მოთავდა ცის გუმბათის აგება

და უფსკრულში ჩაიწვა ღამის ბნელი უკუნი,

ციდან მომსკდარ სინათლეს მიწამ შემოაგება

ძველქართული სიმღერის საამური გუგუნი.


მსგავსი თემები