კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სად იყიდე და... რად გინდოდაო! -

ვის უმალავო ქოჩორს ისლივით.

სადღაც შეგჩურთეს, შე საცოდავო,

და მიმავიწყდი... ძველ თბილისივით.


მანებივრებდნენ ქალები თვალადს:

თმებში მივლიდნენ თლილი თითებით;

დავქორწინდი და ცოლმაც მიგჩქმალა,

თავს არ გაღირსა არასდიდებით.


კაცი ვარო და ქუდი მხურავსო! -

კი ღიღინებდნენ მთვრალი დუქნები,

მე უშენოდაც ვახურებდი და

შენც შენსას წუხდი - თავმიუგნები.


წლები ჩაწყნარდნენ: თმები გამცვივდა,

აღარც სავარცხელს შერჩა კბილები

და სურვილებიც რომ გადაწვიმდა...

კვლავ დაგიქუდე კმაყოფილებით.


კი გიხდებაო, ცოლმა, და მშვიდად

შეგვატრიალა დიდი სარკის წინ;

გახსოვს, რა მითხრა იმ ქალიშვილმა,

ლამის, სირცხვილით შენც რომ დაიწვი...


მაშინ... კინაღამ, ქარს დაგახურე!..

მაგრამ თანდათან, ვით ღამეს ქურდი,

შეგეჩვიე და აღარ აგყურებ -

სირცხვილის ხარ თუ... ნამუსის ქუდი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

მსგავსი თემები