კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შეგხვდი და გული გადამიქანდა,

ნუთუ შენა ხარ? საიდან... როგორ?...

ამ ტყეში მუხად რამ მოგიყვანა,

ბოჩოლას ეძებ თუ ქამა სოკოს?


და როგორც ერთ დროს შვილიშვილები,

ახლა ჩიტები შეგისვამს ზურგზე,

მათ ნება-სურვილს ემორჩილები,

ხან მზეს უჩრდილებ, ხან ბუდეს ურწევ.


ბაბუ, ჩიტებში რატომ გაგვცვალე,

ტყეში რა გზით და როგორ მოხვედი,

ნუთუ ტყე არის შენი საძვალე,

მუხადქცეულო სულო კოლხეთის...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები