კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ორშაბათობით აშენდა

ციხე-ქალაქი მთაზედა,

ქვა შემოივლო გალავნად,

ცა დაიხურა თავზედა...

სასახლე, სადარბაზეი

დგას ოქროს ბოძობაზედა.

ადამიანის შენახვა

ვერავინ იდვა თავზედა.

ხვნა-თესვა, ფარცხვა და ზიდვა

გაჭირდა მეტად ძალზედა.

ხარმა თქვა, პირნათლიერმა:

- მე დამაწერეთ რქაზედა.

მოფრინდნენ ანგელოზები,

დაჰკოცნეს ორსავ თვალზედა.

ჩამოჰქნეს წყვილი სანთელი,

მიაკრეს ორსავ რქაზედა;

შვიდიც უბოძეს სარტყელი,

გაგზავნეს ქვეყანაზედა.

წადი, ხარო, იმუშავე,

ერთგულად მთა და ბარზედა,

შეგაბას შენმა პატრონმა,

გამუშავებდეს ძალზედა,

ექვსი დღე უღელში ები,

მეშვიდეს დაწექ მხარზედა,

კვირა-უქმეს გამოგიშვას,

გაგიშვას საძოვარზედა,

ვინც კვირა-უქმეს შეგაბას,

ხელიმც შეახმეს მხარზედა.

მსგავსი თემები