ზღვის ნაპირას ქალი ვნახე,
ტანწერწეტა ქალი,
მიდიოდა, ნაფეხურებს
უჩნდებოდა ალი.
განთიადის ვარდი იყო,
თუ მზის ნაპერწკალი.
მარგალიტი მომანათა,
დამიბნელა თვალი.
მკერდი ორად გადამიპო,
ისე დამკრა ხმალი,
მერე პეშვით მომაწოდა
უკვდავების წყალი.
გალაკტიონ ტაბიძე - ისევ ოცნება და სიყვარული
აბუ საიდი - რობაიები
გივი ჭიჭინაძე - მთვარე სათოვლად დადის ყანებზე...
ლაშა გახარია - ჩემს ქუდს