კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

თარგმნა: დავით წერედიანმა

 

კარტსა ჩვრეტ და ბულას ყიდი,

თუ ჭრი ყალბი ფულის ყალიბს,

რის ფასადაც, დიდი-დიდი,

აგიდუღდეს ქვაბში წყალი,

ხარ ჯიბის თუ დანის კაცი,

ფიცსა ტეხ თუ ვაჭრის კარებს,

ვის ბარდება მონაღვაწი?

ტავერნებს და ბოზანდარებს.


ვთქვათ, ილექსე, იჯამბაზე,

ბაზარ-ბაზარ ტაში წყვიტე,

დადგი ყველა მთავარ გზაზე

სოტი, ფარსი, მორალიტე,

ჩაუჯექი გლიკს და ბრელანს,

კამათელი წაღმა ყარე,

ვის მიუტან მონახელავს?

ტავერნებს და ბოზანდარებს.


ვთქვათ, მოსცილდი ღვთის ამ ნაგავს,

ხარ სოფლად და ბედს არ ჰყვედრი,

დასტრიალებ ნათეს-ნარგავს,

ხარობ თხით და ჯორ-სახედრით.

მაგრამ უცებ ძველი გზები

კისრისტეხით მოგამგზავრებს,

სადაც ასე ენატრები

ტავერნებს და ბოზანდარებს.


სხვა ვინ ჩაგთვლის კაცად კიდევ

ასე შავს და ასე მდარეს,

ჰოდა, ჯიბეს თუ რამ გიდევს -

ტავერნებს და ბოზანდარებს!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ფრანსუა ვიიონის პოეზია

მსგავსი თემები