პაპიდაჩემმა, ერთხელ იყო, გაიღვიძა სამოთხის კართან. აღარ ახსოვდა არაფრისგან არაფერი, ბავშვობის გარდა. ქარში ზღაპრები ირეოდნენ, გაზაფხულის იდგა დარები. - იცი, ნეტარმე, როცა დიდი გავიზრდები, შენ მეყვარები!
ოდნავ ბრაზიანს, თან ლამაზია! ღმერთო ჩემო, ლამაზია! თან ლამაზია. წუხს, ეჩქარება - დიდი გოგო რომ გავხდები... რომ გავიზრდები... წლებს შეატოვა თავსასთუმლის ბნელი შიში, ავი სიზმრები.
ღრუბლები დიან, სადაც სიყრმე და სიყვარული არასოდეს არავისთვის არ არის გვიან. სამი გზა მიდის, გრძელი ჩრდილი - მოკლე ჩრდილი - კვლავ გრძელი ჩრდილი. სამი დრო მიდის, ზღაპრის ყველა მოსახვევზე ბრჭყვიალებს ძილი. |