1
რაც არ მიმგზავრია, ქროდნენ ქარები, რაც არ მიმღერია, თრთოდნენ ლარები, რაც არ დამიგია ზარბაბ-ზარები, ერთი გამიგია, არ გეყვარები... რისგან და რატომ, შვიდი ღამეა სრული, ან, იქნებ, მეტიც, არ მეკარება რული, სხვა რა მაძალებს მუსტაზადების წერას. ადექ, ყარიბო, მაშრიყს გავზიდოთ ბარგი, გულისტანს წავალ, ვარდს შევეყრები, ნარგიზს. მთვარე ანათებს ალი-რაჰმანის სერალს. ალვა რხეული, ედემს ნაზარდი სარო, სამეფო ბაღი, შიგ უკვდავების წყარო, შროშნების მდელო, ირმის მარჩბივი ნუკრი... ქალა მეხდება, წამ-წამ ორდება მზერა, სხვა რა მაძალებს მუსტაზადების წერას. წალკოტსა ჩემსა, ქარო ხორშაკო, ნუ ქრი. ამბრისა კილიტნი, მოლთა ფერანი, სიბრძნის იათუღი, სულთქმით მღერანი, რტოზე იადონი, ველზე ჯერანი, შენთვის დამიღვრია ცრემლთა ღვარები...
2
არავისთვის მე დღეს არა მცალიან, დამეხსენით, მეჩქარება ძალიან. წვიმაც მითხრან, დარი დარობს მზეული, სალომესთან სადილად ვარ წვეული. ამას ვამბობ მე, ბეჟანა მკერვალი, ქალებისთვის სიხარულის მწვერვალი. თქვენი ელდით, თქვენი ელვა-ტანებით, ლამაზებო, ყველას გეთაყვანებით, ოღონდ ახლა სხვა მყავს გულის რჩეული, სალომესთან სადილად ვარ წვეული. შახტი, ბეჟან, ბედი გამოგვჩენია, ციხეს არ ზი, სიყვარული ჩვენია.
3
რისგან და რატომ, შვიდი ღამეა სრული, ან, იქნებ, მეტიც, არ მეკარება რული. გურჯის ქვეყანა მძევლად უპყრია იბლისს. გზები გავკეცოთ, შირაზს წავმართოთ კვალი, ბროლ-ფიქალი და ყარამფილი და ლალი... გულს ეამება აღმოსავლური ხიბლი.
თულსაც გაჰყროდის, - მემთვრალეა და ქუში, შემოფრთაჭრელდა, კდემა ულანძავს ღაწვებს. ბრალში მე ვყავარ, მძიმე სდებია ხუნდი, მაინც ჩემია, სხვა აღარავინ უნდის... განთუ ესწავლოს, თავის ლოგინში დაწვეს.
4
...შენ რომ ჩემი ყოფილიყავ, ვერც შევჭედდი რვალის კარებს, ვერც დაგსვამდი ოქროს დარბაზს, ვერც მოგგვრიდი თორმეტ ფარეშს, ლექსს გეტყოდი სადედოფლოს, ჩამორითმულს ბარჩხალ-ბარჩხალ, საზის ცრემლზე ჩამოგსვამდი გრუზა თმების დასავარცხნად...
5
ვისგან, არ ვიცი, დარდის ავიღე წილი, შვიდი ღამეა, არ მეკარება ძილი, სხვა რა მაძალებს მუსტაზადების წერას. გურჯის ქვეყანა მძევლად უპყრია იბლისს, დროც დამდგომია, კვართი მოვიცვა მჩხიბლის, შელოცვას ვიტყვი, თარზე მასწავლეს ერანს. ძილო, მოჰყევ გზასა ჩემსა ნარიანს, ძილო, მოჰყევ ცასა ჩემსა ქარიანს, ძილო, მოჰყევ ხმასა ჩემსა ზარიანს, მოდი, გამიხსნია გულის კარები... |