ათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება!
აგზნებული, მაგრამ გონი მიბამს ენას. მისი სხივით სანთელივით ვდნები და თანც ვმადლობ ზენას!..
და ისიც გრძნობს, ჩემებრ იწვის უხმოდ ერთი... მაშ, ოხ, ღმერთო, რად წაგვერთო ჩვენ კავშირი შემაერთი?!
ნამდვილ გრძნობის ნიშანია მდუმარება, ცხადად ტკბილი რამ ღიმილი, ჩუმად ცრემლი, მდუღარება.
მეტრფის მე ვინც, მსურს, რომ ერთხელ გამაგონოს: “შენ ჩემი ხარ! გულს მიზიხარ!” მითხრას ეშხით... დამაღონოს!
ფიცით მტკიცით გრძნობა ჩვენი შეგვიტყვია! თუმც-კი ვხედავთ, თქმას ვერ ვბედავთ, გულზე გვაწევს, როგორც ტყვია!
მეტად მწველი, გულში გვაქვს ეს ნეტარება! ვუგდებთ რა ყურს, ორივეს გვსურს და ვერ გვითქვამს აღსარება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |