ოჰ, ევა, ევა! ედემს დაკარგულს ოდეს ვიგონებ, თვალნი ცრემლს ღვრიან. დარდით სამარე მე გამეთხრება, დავიღუპები ადრე თუ გვიან!
დატყვევებულნი შენის შვენებით, სამარეს ვპოვებთ, და უფრო ადრე სხვა სამარეში ჩავესვენებით.
მორცხვად თავს ხრიან იქაც და აქაც, მაგრამ გამქრალს და ადრე დაკარგულს სამოთხის ყვავილთ არ გვანან რაღაც.
ხეებს ფერადი ძაფებით ქარგავს, მაგრამ გამქრალ და ადრე დაკარგულ სამოთხის ხეხილს არ ჰგავს და არ ჰგავს!
ჩემთვის მარადის მიუწვდომელი, შორით დაგვცინის, როგორც სატანა, ვინემ ჩვენ - უფრო მაღლა მდგომელი.
მისი აჩრდილი რომ ისახება, მის გვერდით ჩვენი შავი სამარე უფრო ცხოველად დაინახება.
ვისი სურვილით, ვინ და რად ქმნიდა, ვინ უპასუხოს? ან მათი სულის თავისუფლება ვინ შეისყიდა?
ვინ ჰკითხა ისევ უმიზნოდ წასვლა? და ქვეყნიურთა ვნებათა გროვის ვის სურს გარდამქმნელ თიხაში გაცვლა?
დაუკრეფელი სიცოცხლის ბაღი, ვინც სიცოცხლეში დაგვასამარა, ის ძალა იყო, შენ - იარაღი.
ხვალ დამტირებლად გადაიქცევა - რა უნდა გითხრა შენ, ვინაც პირველ იგემე ხილი? ოჰ, ევა, ევა!
ცივ სამარეში დავინამებით და ჩვენი ყოფნა ამქვეყნიური გამოვისყიდოთ ტანჯვა-წამებით.
ბედნიერება მოიშხამება, კვლავ დაგვიბრუნებს ბედნიერებას და გულსაც გასწმენდს ჩუმი წამება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |