კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე მინდოდა შენს სიტყვებს

ვარდებივით ეხარა,

შენ კი რა გამოხველი, -

ბაქია და მკვეხარა!

სახლში ხარ და სულ ღრინავ.

ეტოლები ნაგაზებს;

მერხზე ზიხარ - დანით სჭრი

ზედ უტიფარ ნახაზებს.

ქუჩაში ხარ - ედები

ხან გოგონებს, ხან ბიჭებს;

შემოგირტყამს დოინჯი

კინტოსავით აბიჯებ.

გუშინ ჩაგიმსხვრევია

სასწავლებლის მინები;

გარიგებენ - წიგნს ისვრი,

ხელებს იკვრეინები.

„იშკილები“, „ხოში მაქვს,“

„ბითურია“, „არა რო!..“

აი შენი სიტყვების

საუნჯე და სალარო!

მითხარ, სად გაიზარდე,

რომელ დედის უბეში,

რომ გამოხველ ასეთი

უქნარა და უხეში?

განა ეს ეკადრება

ამ თაობას, ამ ხანას?

ასე უხდი მადლობას

მეგობარს და ამხანაგს?

განა გმირი მარტოკა

იბადება ბრძოლაში, -

გმირი უნდა გაიწვრთნას

აქაც, თქვენთან, სკოლაში.

დაუფიქრდი საქციელს,

მოიქეცი ჭკვიანად,

ემსახურე სამშობლოს

წმინდად, ნამუსიანად,

რომ ვინც შეგხვდეს, ვინც იყოს

შემდეგ შენი მნახველი, -

სთქვას: „ღირსია ატაროს

მან ქართველის სახელი!“


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები