ხმით მშვენიერით, ტკბილის სიმღერით ჰაეროვანო, სულს ელხინები; თვალთ არონინებ, გულს დააწყლულებ და ღიმილითა ესალბუნები! სადც ხარ, იმ არეს მოჰფენ სიამეს, - უშენოდ მოსცდეს მხიარულება! შენის ენითა, სავსე ლხენითა, ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა! მახსოვს სიამით, ოდეს ტკბილის ხმით ვარდსა და ბულბულს მოელხინარე, პირმცინარითა სინარნარითა მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფენარე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |