გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი. ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე, ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული, ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.
არცა შენდობას, არც შეცოდებას. ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა - ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.
- ტალახის გავლით, ან და გაფრენით. მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა, სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.
და ბედაური გამოდგა მხდალი, ტყვიის წამალი დანესტიანდა, მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.
და მექაჩება ცეცხლში სატანა, ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი, უხ, რა ძნელია ამის ატანა!
არ მეშინია მე შენი მადის. არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს - ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა. გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში - ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |