მახსოვს, ხელი მოგხვიე,
მახსოვს, ოდნავ ციოდა
და ფოთლები მიმოხრილ
ბილიკებზე ცვიოდა.ნეტავ, რისი ბრალია
ჩვენი კოცნა პირველი,
ჩვენი ცრემლი პირველი
ნეტავ რისი ბრალია?შენ იყავი შემთხვევით
დაჭერილი ფრინველი
და გელოდა საამო
მორჩილების გალია.
კოტე ყუბანეიშვილი - რადგანაც ცაში ერთი ღმერთია...
ტარიელ ხარხელაური - შემომკარით მზის სხივი...
ტერენტი გრანელი - სიჩუმის ყვავილები
შოთა ნიშნიანიძე - შენ ჩამომართვი ბავშვური ხელი...