ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ, ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს, რამდენი ხანია, რამდენი ხანია, ყოველდღე, ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!
საშველი, - თადარიგს თავი ვერ გავართვი, შაქარყინულივით თითებში ჩამადნა ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი, ვერ გადავაქციე ცხოვრებად - სიცოცხლე და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...
როდემდე როდემდე... გადიან დღენი და მგონია, ვბერდები, გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ აუცხადებელი ჩემი იმედები...
და გული ცივდება - ჩამქრალი საკირე... სიცოცხლე თავდება! სიცოცხლე თავდება, მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |