საკუთარივე სიწრფელის რწმენით, თავაწეულად და გამართულად, ყოველ ფენისთვის გასაგებ ენით, მე ვლაპაროკობ ლექსებს ქართულად.
ვხვეტავ რა ენით არსებულ ნაგავს. იმათზე ვინც ჩვენ ქვეყანას არცხვენს, და ადამიანს საერთოდ არ გავს.
ანომალიებს არსებულს ამგვარს, ლექსიც მიღებულ შტამპებს რომ არღვევს, ჩემი ცხოვრების წააგავს თარგმანს,
ან ეჭვის ჭია ტვინს რაზეც მიღრღნის, ვეღარ ვკითხულობ რადგანაც გაზეთს, შიგ რო ვერ ვხედავ ნატამალს სიღრმის.
და ბევრი ფიქრი გონებას მიღლის, ვეღარ შევეშვი ოცნებას ზღვაზეც, და ტრასას ვეღარ გავცილდი დიღმის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |