დევს თეთრი ნიჟარა მცხუნვარე სილაში, მეტად საამო ჟუჟუნს გამოსცემს... შეყუჟული ვარ ამ ნიჟარაში შეგუებული ვიწრო სამოსელს. ნიჟარის კედლებს წალეკავს ღელვა, ვიდრე ვიგრძნობდე მარგალიტების მაძიებელთა დაბუჟულ ხელებს... ხვალინდელი დღის ფიქრი და საშო, სიცხადეში რომ ვთავსდებით ერთად, გამოსცემს ჟუჟუნს ვით სათამაშო. მართავს აქ რაღაც შეუცნობელი - უმნიშვნელოს თუ ფიქრებს მაჟორულს თვით დირიჟორის გრძნეული ხელი. მზის უკმარობით გადმოჟურულნი, ჯგუფდებიან ვით ორკესტრანტები და მწყობრად ქმნიან ერთიან ჟუჟუნს. ფაციფუცობენ და ერთი წამით - მარადისობა დატყვევებული ბერდება, როგორც ასაკი წყნარი. მეტად საამო ჟუჟუნს გამოსცემს და მყუდროების გრილ სავანეში უსაზღვროება იცვლის სამოსელს. |