კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვერაფერი გამიგია ამ მთვარის

მომკლა მისმა ხშირმა გამოჩენებმა

და არ მესმის ოცნებებით დამთვრალის

რატომ უყვარს კაცის ამოჩემება.


ძირითადად მე მის შუქთან ომი მღლის

როცა ვუსმენ ჩუმად ზღაპარს რომ ყვება

მაგრამ მაინც საიდან არ მომივლის

და რომ წავალ თითქოს უკან მომყვება.


ეს შეგრძნებაც რადგან დამდევს უცვლელი

აქით იქით გიჟისავით ვაწყდები

და მჭირდება კალამი და ფურცელი

საკუთარი რომ გადმოვცე განცდები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

მსგავსი თემები