კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ელექტროობა კანონი ომის

დენგამტარობა და წინაღობა

მეც ისტორიას ვკითხულობ რომის

რომ გავამართლო მამაძაღლობა

მეცნიერება წინ მიდის თუმცა

მაინც ნაკლებად რამე იცვლება

ისევ ირეკლავს სიღრმეში სულსა

როცა ნაცნობი გარდაიცვლება

ისევ იმედი შიში და ძრწოლვა 

ან საავადმყოფოს ძვირი ლოგინი

რომელშიც გიწევს ბოლოსკენ წოლა

და აღსასრულის ფუჭი ლოდინი

და ისე როგორც ქალაქში შტერი

რომ ხიბლავს ჭიქის გაზინზილება 

ადამიანი კოსმოსის მტვერი

ცხოვრების ლაფში აიზილება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

მსგავსი თემები