რა დამაძინებს, რა დამაძინებს... უსაშველოა წუხილი ჩემი. შენი თვალების ზღვაში ჩავძირე იმედისა და ოცნების გემი.
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე. რატომ შემხედე ასე თამამად, თვალები რატომ შემომანათე...
და ყოველ წუთას უფრო ღამდება. ჩემი სიმღერაც განა რამეა, ოღონდ ეგაა - არ დამთავრდება.
უკვე მეძინა მე ჩემი წილი... მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ - არ გეღირსება შენც ტკბილი ძილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |