კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

 დილას ავდექი

 კვლავ შენზე ფიქრით,

 მთის ორწოხებზე

 ნისლები წვიმდა…

 მიწას დაეცა

 პირველი ფიფქი

 შენსავით თეთრი,

 შენსავით წმინდა.


 ციდან ბროლივით

 რომ იფრქვეოდა,

 მსურდა მეკოცნა,

 დამეტკბო სუნთქვა…

 მე რა ვიცოდი

 თუ იქნებოდა,

 შენსავით ცივი,

 შენსავით გულქვა.


 ეზოში ალვა

 ებრძოდა ქარბუქს,

 მეც ამ დათოვლილ

 ალვის ხეს ვგავდი…

 თმას მითეთრებდა,

 ჯერ ახალგაზრდულს,

 პირველი თოვლი

 და შენზე დარდი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

მსგავსი თემები